ავტორიზაცია

ბეგოვიჩი: "ჩელსის ფეხბურთელების ნახევარს არ ვიცნობ"

ბეგოვიჩი: "ჩელსის ფეხბურთელების ნახევარს არ ვიცნობ"
თარიღი 16 სექ 2023, 10:28
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მეკარემ ასმირ ბეგოვიჩმა ყოფილი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„თუ თქვენ აძლევთ 115 მილიონს კაისდოში, შეგიძლიათ დახარჯოთ 120 მილიონი რაისისთვის. ვფიქრობ, მას ჩელსიში უფრო მეტად სურდა თამაში, ვიდრე არსენალში. 

ფეხბურთში მოვლენებს ყურადღებით ვადევნებ თვალს, მაგრამ ჩელსის ფეხბურთელების ნახევარს არ ვიცნობ. ეს ჩემთვის უცნაურია. 

ზუსტად ვერ ვხედავ, რა პრინციპზე არის აგებული გუნდი. მთელი ეს საუბარი გარდამავალ პერიოდზე უბრალო საბაბია. “, - ციტირებს ბეგოვიჩის სიტყვებს Goal.com.

ინგლისის პრემიერ ლიგის ოთხი ტურის შემდეგ "ჩელსიმ" ოთხი ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.