ავტორიზაცია

ბარსელონა სანჩოსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას აკვირდება

ბარსელონა სანჩოსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას აკვირდება
თარიღი 16 სექ 2023, 14:57
კატალონიური "ბარსელონა" აქტიურად ადევნებს თვალს მანჩესტერ "იუნაიტედის" გარემარბის ჯედონ სანჩოს გარშემო არსებულ ვითარებას, რომელსაც ცოტა ხნის წინ მანჩესტერ "იუნაიტედის" მომავალ მატჩებში მონაწილეობა აუკრძალეს.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" სანჩოს მიმართ ინტერესს იჩენს და შესაძლოა მის შეძენას უახლოეს მომავალში შეეცადოს. 

კლუბი იანვარში ინგლისელის იჯარით გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს.