როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩში?
ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები აშკარა ფავორიტებად მიიჩნევოდნენ, რუბენ ბარახას გუნდმა სენსაციურად 3:0 გაიმარჯვა.
სრული შეხვედრა ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც საკუთარი გუნდი სამჯერ გადაარჩინა და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეორე მშრალი მატჩი ჩაატარა.
Sofascore-მა ქართველი მეკარის თამაში 7.4 ქულით შეაფასა, რაც მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.