VIDEO: ხვიჩას მორიგი მშრალი მატჩი, მაგრამ კარგი შეფასება - ნაპოლი 0:2-დან მარცხს გადაურჩა, მაგრამ ვერ მოიგო
სერია ა-ს მე-4 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა „სტადიო ლუიჯი ფერარისზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
40-ე და 56-ე წუთებზე გატანილი გოლებით „ჯენოა“ 2:0-ს გებდა, თუმცა 76-ზე რასპადორიმ ერთი ბურთი გაქვითა, 84-ზე კი პოლიტანომ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და „ნაპოლის“ ქულა მოუტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა, თუმცა შედეგიანი ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა და ბოლო წუთებზე ადგილი ზერბინს დაუთმო.
გამოცემა SofaScore-მ ქართველს აღნიშნული მატჩისთვის 7.4 შეფასება დაუწერა, რაც პიოტრ ზიელინსკის (7.8) შემდეგ „ნაპოლის“ ყველაზე მაღალი ქულაა.