როგორი შეფასება მიიღო ლობჟანიძემ ინტერ მაიამისთან მატჩში?
ცოტა ხნის წინ, MLS-ის 29-ე ტურის მატჩში "ატლანტა იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე ლიონელ მესის "ინტერ მაიამის" დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა ლიონელ მესიმ, რომელმაც დაზიანება სანაკრებო პაუზის დროს მიიღო.
მასპინძელთა შორის სათადარიგო სკამიდან დაიწყო საბა ლობჟანიძემ, რომელიც შეხვედრაში 74 წუთზე მოსკერას ნაცვლად ჩაერთო.
მიუხედავად მცირე დროისა, საქართვოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა 76-ე და 89-ე წუთებზე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Sofscore-ს მიხედვით ქართველმა ნახევარმცველმა 8.0 შეფასება დაიმსახურა, რაც "ატლანტას იუნაიტედის" ფლანგის მცველის ბრუქს ლენონის (8.7) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ამრიგად, ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.