როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

ნიდერლანდელის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ტვენტე" საკუთარ მოედანზე ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.
ამსტერდამული გრანდის რიგებში მორიგი შეხვედრა ჩაატარა მიქაუტაძემ, რომელიც შეხვედრაში 64-ე წუთზე აკპომის ნაცვლად ჩაერთო.
ქართველმა ფორვარდმა Sofscore-სგან 6.5 შეფასება დაიმსახურა.
ამრიგად, "აიაქსს" ოთხი ჩატარებული მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.