ავტორიზაცია

ანტონის შეძენისას, მანჩესტერ იუნაიტედმა არ იცოდა, რომ იმავე წლის მაისში ფეხბურთელს გოგონა პოლიციაში უჩივოდა

ანტონის შეძენისას, მანჩესტერ იუნაიტედმა არ იცოდა, რომ იმავე წლის მაისში ფეხბურთელს გოგონა პოლიციაში უჩივოდა
თარიღი 17 Sep 2023, 22:07
2022 წელს, ანტონის ტრანსფერზე მუშაობისას, „მანჩესტერ იუნაიტედმა" მისი კანონთან პრობლემების შესახებ არაფერი იცოდა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მანკუნიანელებმა არ იცოდნენ, რომ იმავე წლის მაისში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გოგონამ, რაისა დე ფრეიტესმა, პოლიციაში შეიტანა საჩივარი თავდასხმაზე, რის შემდეგაც შესაბამისი პროტოკოლიც იქნა შედგენილი.

„ემიუს" წარმომადგენლის თქმით, ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების წინ, კლუბმა ანტონიოს ბიოგრაფიას თვალი გადაავლო, როგორც ყველა ტრანსფერის წინ აკეთებს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა.

ფრეიტასთან ინციდენტის შესახებ გუნდში მხოლოდ 2023 წელს, პრესადან შეიტყვეს.

ამასთანავე, The Telegraph-ი უკვე ფლობს ინფორმაციას, რომ სტუდენტი გოგონას ეს განცხადება პოლიციიდან უკვე გატანილია. სამაგიეროდ, ანტონის ახლა მისი ექს-შეყვარებული უჩივის, რომელმაც ფიზიკურ ძალადობაზე სარჩელი როგორც ბრაზილიის, ისე ინგლისის პოლიციაში შეიტანა.

ამის გამო, კლუბმა ფეხბურთელი დროებით გუნდთან ერთად ვარჯიშებსა და თამაშებიდან სრულად მოკვეთა.