იმობილემ ლაციოში საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
რომის "ლაციოს" ცენტრფორვარდი, ჩირო იმობილე, ამჟამინდელი კლუბის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ Corriere dello Sport-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
როგორც წყარომ შეიტყო, 33 წლის იტალიელ ფეხბურთელს კარიერის საუდის არაბეთის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტები ჰქონდა, თუმცა მან უარი თქვა.

იმობილეს მიმართ ინტერესს "ალ-ვეჰდა" და "ალ-შაბაბი" იჩენდნენ.
გასულ სეზონში ჩირომ რომაულ გუნდში 38 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.