ოფიციალურად: დრაქსლერი საუდის არაბეთში ითამაშებს
დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა, რომ გერმანელი ფეხბურთელი იულიან დრაქსლერი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა.
საბოლოოდ, ტრანსფერი შედგა - დრაქსლერი ამიერიდან "ალ აჰლის" 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ცნობილია, რომ დრაქსლერმა გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, "პსჟ"-მ მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.
29 წლის ფეხბურთელი პარიზულ გუნდში 2017 წლიდან თამაშობს, 131 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.