"მოიგებს თუ არა სიტი ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგას?" - გვარდიოლას კომენტარი
"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ჰკითხეს, შეძლებს თუ არა მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას.
"სასიამოვნო იყო, როცა ბარსელონასთან ერთად 4 წლის განმავლობაში 2 ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, თუმცა ეს არ ყოფილა ერთმანეთის მიყოლებით.
ზედიზედ ლიგის მოგება რთულია, მაგრამ ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ, თუ წელს არ გამოვა, შემდეგ წელს ისევ იგივე შემართებით შევეცდებით ამ ტურნირზე გამოსვლას.
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩის მოგება ყოველთვის რთულია. ხვალ გამარჯვებით უნდა დავიწყოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ცვრნა ზვეზდას" დაუპირისპირდება.