ავტორიზაცია

ნადალი: "ერთი ფორვარდი რეალს ახლა არ შეუშლიდა, მბაპე? ვის არ მოსწონს მბაპე? მაგრამ ის არ იყო ვალდებული, გადმოსულიყო"

ნადალი: "ერთი ფორვარდი რეალს ახლა არ შეუშლიდა, მბაპე? ვის არ მოსწონს მბაპე? მაგრამ ის არ იყო ვალდებული, გადმოსულიყო"
თარიღი 19 სექ 2023, 00:30
ლეგენდარულ ჩოგბურთელს, რაფაელ ნადალს, თავის საყვარელ კლუბში კილიან მბაპეს ხილვა სურს.

„შესაძლოა, გუნდს ახლა ერთი დამატებითი ფორვარდი არ შეუშლიდა. მბაპე? კი, მგონია, რომ მბაპესთან არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, პირიქით. გამიხარდება, თუ მომავალში გადმოვა.

რა თქმა უნდა, მბაპე ძალიან მომწონს, ის ძალიან გვაკლია, ვის არ მოსწონს მბაპე?

მისი არ გადმოსვლა ამ და გასულ ზაფხულს? და რატომ იყო ის ვალდებული, რომ გადმოსულიყო? „მადრიდი" არის „მადრიდი", ეს კლუბი ყველა ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია და რეალობა სწორედ ეს არის.

მბაპე არ არის ვალდებული მადრიდის „რეალში" გადმოვიდეს, გვინდა ჩვენ, გულშემატკივრებს, ეს თუ არა.", - აღნიშნა გრენდ სლემების 22 გზის გამარჯვებულმა და „რეალის" ცნობილმა გულშემატკივარმა ინტერვიუში.