ხავი: "ჩემპიონთა ლიგა? წინსვლის დრო მოვიდა, ჩვენი მიზანი - მერვედფინალში გასვლაა"
ხავი ერნანდესის თქმით, „ბარსელონას" მიზანი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე - მერვედფინალში გასვლაა.
კატალონიური გუნდი ბოლო ორი სეზონია ჯგუფში რჩება და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე აგრძელებს. ხვალ, „ბარსა" ტურნირს ბელგიურ „ანტვერპენთან" საშინაო შეხვედრით იწყებს.
„ერთი სული გვაქვს, კვლავ ამ ტურნირზე ვითამაშოთ. მოვიდა დრო, წინ გადავდგათ ნაბიჯი. გასულ წელს შიდა გათამაშებებში კარგად ვითამაშეთ, ახლა კი წინსვლის დროა. ეს იდეალური სცენარია.
ტურნირი კარგ დროს იწყება, კარგი პერიოდი გვაქვს, მაგრამ გულშემატკივრები მაინც დაგვჭირდება. უნდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ.
გვინდა, რომ ასეთი თამაშები, როგორიც „ბეტისთან" გასულ უიქენდზე - სტაბილურობად იქცეს. ამ შემადგენლობას შეუძლია ევროპაში კონკურენცია, მაგრამ ეს უნდა დავამტკიცოთ. მიზანი - ჯგუფიდან გასვლა და მერვედფინალში თამაშია.
უნდა გავუმჯობესდეთ და ვიბრძოლოთ, ამიტომ მერვედფინალში გასვლა აუცილებლობაა. ამასთან, კარგადაც უნდა ვითამაშოთ. თუ მერვედფინალამდე მივედით, იქ უკვე ვნახოთ. ამ ეტაპზ, ეს მიზანი გვაქვს - ვიბრძოლოთ, საკუთარი სახე წარმოვაჩინოთ, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. სამომავლო გეგმები კი, სწორედ ამის შემდეგ უნდა დავაწყოთ.", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.