ავტორიზაცია

რუდი გარსია: "ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და ხვიჩაც ერთ-ერთი მათგანია"

რუდი გარსია: "ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და ხვიჩაც ერთ-ერთი მათგანია"
თარიღი 20 Sep 2023, 02:26
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"ხვიჩას სიტუაცია განსხვავებულია. ტრავმის გამო მოსამზადებელ ეტაპზე შეფერხდა, პირველი მატჩი გამოტოვა, მეორეში მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, მესამეში 90 წუთის თამაში არ შეეძლო. 

ხვიჩასთან ვისაუბრე, ჩემი სურვილია მშვიდი იყოს, ერთი სული აქვს გოლი გაიტანოს, რადგან გარკვეული პერიოდია გოლი არ გაუტანია, მაგრამ მისთვის საუკეთესო გამოსავალია გოლის გასატანად, რომ ამაზე არ იფიქროს. 

საგოლე პასიც გაკეთება, ისევე როგორც ეს სასუოლოსთან მოხდა ასევე კარგი იქნება. 

ის დიდი ფეხბურთელია. ხვალ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობთ, ყველა ჩვენგანი, ფეხბურთელები, მწვრთნელები აქ თამაშზე ვოცნებობთ და გვინდა, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასეთი საღამოები დიდი ფეხბურთელებისთვისაა და ხვიჩაც ერთ-ერთი მათგანია. “, - განაცხადა გარსიამ.