გვარდიოლამ ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გუშინდელ მატჩში სერბული "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ (3:1) ნახევარმცველი როდრის გამოსვლაზე ისაუბრა.
"როდრი ახლა ევროპის საუკეთესო ნახევარმცველია. იმედი მაქვს, რომ ის გააგრძელებს პროგრესს.
"როდრი ახლა ევროპის საუკეთესო ნახევარმცველია. იმედი მაქვს, რომ ის გააგრძელებს პროგრესს.
სიტის ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელი შეიძინა. ჩვენთან პირველად რომ მოვიდა, ასეთი ფეხბურთელი არ იყო.
ახლა როდრი არის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, უმაღლესი კლასის ფეხბურთელი
“, - ციტირებს Goal.com-ის სპეციალისტის სიტყვებს.
მომდევნო ტურში მანჩესტერ "სიტი" სტუმრად გერმანულ "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.
მომდევნო ტურში მანჩესტერ "სიტი" სტუმრად გერმანულ "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.