ცნობილია, რა სიმძიმის ტრავმა მიიღო მაიკ მენიომ ნიუკასლთან მატჩში
"მილანის" მეკარე მაიკ მენიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი "ნიუკასლთან" ვერ დაასრულა. მეკარემ მოედანი მატჩის ბოლოს ტრავმის გამო დატოვა.
როგორც Calciomercato-ს ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს. MRI-მ უფრო სერიოზული პრობლემები არ გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნიუკასლის" მატჩი სან სიროზე გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.
მიმდინარე სეზონში მენიომ იტალიის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა. 28 წლის ფრანგმა შვიდი გოლი გაუშვა, ერთ მატჩში კი კარები მშრალად შეინახა.