ავტორიზაცია

VIDEO: ისევ ბოლო წუთები, ისევ ბელინგემი - რეალმა ჩემპიონთა ლიგა უნიონ ბერლინის დამარცხებით

თარიღი 20 სექ 2023, 22:49
ჩემპიონთა ლიგაზე C ჯგუფის მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის „რეალმა" „უნიონ ბერლინს" უმასპინძლა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, „რეალი" მეტოქეს ვერაფრით ტეხავდა, გერმანელები რამდენჯერმე ძელმა იხსნა და ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა.

თუმცა, 90+4 წუთზე გადამწყვეტი გოლის გატანა ჯუდ ბელინგემმა მოახერხა და „რეალს" მორიგი გამარჯვება მოუტანა.

ჯგუფის სხვა მატჩი „ბრაგა" - „ნაპოლი" 15 წუთში დაიწყება.