როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" სტუმრად "ბრაგას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.
კვარაცხელია საკმაოდ აქტიური იყო და გოლში თავისი წვლილიც შეიტანა. მან საბოლოოდ 7.4 შეფასება მიიღო.
