ავტორიზაცია

"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - გარსიას კომენტარი

"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - გარსიას კომენტარი
თარიღი 21 Sep 2023, 02:14
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" სტუმრად "ბრაგას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გარსიამ მოედნიდან 66-ე წუთზე გაიყვანა, რაზეც კვარა განრისხდა.

"რატომ შევცვალე კვარაცხელია? გასაგებია, რომ მას უნდოდა თამაშში გარდატეხის შეტანა და შეტევით ასპექტში მნიშვნელოვანი როლის შეტანა.

თუმცა მაგალითად ოსიმენი, ბევრს დარბოდა და იბრძოდა. სწორედ ამას ვითხოვ ჩემი ყველა ფეხბურთელისგან", - განაცხადა გარსიამ.