ავტორიზაცია

შახტარის აღმასრულებელი დირექტორი: "ფიფამ გაანადგურა უკრაინული ფეხბურთი"

შახტარის აღმასრულებელი დირექტორი: "ფიფამ გაანადგურა უკრაინული ფეხბურთი"
თარიღი 21 Sep 2023, 12:05
სერგეი პალკინმა, რომელიც "შახტარის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს, ფიფაზე კრიტიკულად ისაუბრა.

"ფიფამ გაანადგურა უკრაინული ფეხბურთი, როცა უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტის გაწყვეტის და სხვა კლუბებში უფასოდ გადასვლის უფლება მისცა. 

უცხოელ ვარსკვლავებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაგვტოვონ, ჩვენი შემოსავალი კი გაქრა. ამ საკითხზე ფიფასთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ გაგვაძევეს საფეხბურთო ოჯახიდან. “, - ციტირებს Bild-ი პალკინის სიტყვებს.