ავტორიზაცია

მესი სამედიცინო შემოწმებას 22 სექტემბერს გაივლის

მესი სამედიცინო შემოწმებას 22 სექტემბერს გაივლის
თარიღი 21 Sep 2023, 16:41
"ინტერ მაიამის" არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ მესი "ტორონტოსთან" ბოლო მატჩში (4:0) დაშავდა. ფეხბურთელმა მოედანი მატჩის 37-ე წუთზე დატოვა.

ESPN-მა გაარკვია, რომ მესის ხვალ, 22 სექტემბერს, რენტგენოგრაფია ჩაუტარდება, რათა დადგინდეს ტრავმის ზუსტი ხასიათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მიმდინარე სეზონში 36 წლის მესიმ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.