ავტორიზაცია

საბა საზონოვი: "არჩევანის გაკეთება რთული იყო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვითამაშე"

საბა საზონოვი: "არჩევანის გაკეთება რთული იყო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვითამაშე"
თარიღი 21 სექ 2023, 18:29
საქართველოს ნაკრებისა და "ტორინოს" მცველმა საბა საზონოვმა ტურინულ კლუბში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა მცველი არაერთ საკითხზე ისაუბრა და მათ შორის საქართველოს ნაკრებზე არჩევანის გაკეთებაზეც ჰკითხეს.

"ძალიან კარგ კლუბში ვთამაშობ, რომელსაც სერია A-ში დიდი ისტორია აქვს. მთავარ მწვრთნელს თავისი სათამაშო სტილი და ტაქტიკა აქვს და ყველასგან განსაკუთრებულ მონდომებას ითხოვს. 

დედაჩემი რუსია, მამაჩემი კი ქართველი, არჩევანის გაკეთება რთული იყო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვითამაშე. "-, თქვა საზონოვმა.