სკამიდანაც არ წამოაყენეს - აიაქსმა მარსელს ვერ მოუგო, მიქაუტაძის დებიუტი ევროტურნირებზე კი გადაიდო

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „აიაქსმა“ საკუთარ კედლებში „მარსელს“ უმასპინძლა.
შეხვედრა „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.
ამსტერდამული გუნდი ორჯერ იგებდა, ჯერ 2:0-ს, შემდეგ 3:2-ს, თუმცა ფრანგებმა თამაშში დაბრუნება ყველა ჯერზე მოახერხეს, რაშიც ლომის წვლილი პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიუძღვის, რომელმაც დუბლი მიითვალა.
„აიაქსის“ რიგებში მთელი მატჩი თადარიგში გაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომლისთვისაც დღევანდელი თამაში ევროტურნირებზე სადებიუტო უნდა გამხდარიყო, თუმცა მწვრთნელმა ის მინდორზე 1 წუთითაც არ შეუშვა.
ამრიგად, მიქაუტაძის დებიუტი ევროტურნირებზე მინიმუმ მეორე ტურამდე გადაიდო, რომელშიც „აიაქსი“ სტუმრად ბერძნულ „აეკს“ დაუპირისპირდება.