ლეო მესი: "ტელეფონი ხელში ხშირად მიკავია, მაგრამ არაფერს არ ვალაიქებ და არც კომენტარებს ვწერ"
ლეო მესიმ განმარტა, რატომ ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში არანაირი კომენტარი არ დაწეროს.
„ხშირად, ტელეფონი ხელში მიკავია და ვუსაქმურობ, მაგრამ, არაფერზე „ლაიქს“ არ ვაწვები და არც კომენტარებს ვწერ. რაღაც სულელობა შეიძლება გამოაქვეყნო და მერე ეს ყველგან ვრცელდება.
არის რაღაცები, რასაც ვცდილობ თავი ავარიდო, იმის გამო, რაც შეიძლება შემდგომში მოყვეს. თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახთან და მეგობრებთან, თავს არაფერში არ ვიზღუდავ.“, - აღნიშნა „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა.