ანტონიო კასანო: "კვარაცხელიას ადგილას გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს მადრიდში გავაკეთე"
ხვიჩა კვარაცხელიას თემა იტალიურ მედიაში აქტუალურია და ამაზე პრაქტიკულად ყველა ლაპარაკობს.
ამჯერად კომენტარი ანტონიო კასანომ გააკეთა, რომელიც ქართველი ფეხბურთელისადმი ყოველთვის დადებითი კომენტარებით გამოირჩევა.
ამჯერად კომენტარი ანტონიო კასანომ გააკეთა, რომელიც ქართველი ფეხბურთელისადმი ყოველთვის დადებითი კომენტარებით გამოირჩევა.
"ნაპოლი თავს ცუდად იცავს, მაგრამ არსებობს ორი ყველაზე დიდი პრობლემა. ერთია ლობოტკა, რომელიც საერთოდ არაა თამაშთან დაკავშირებული და გარსიამ პრობლემა მას შემდეგ შეუქმნა, რაც ევროპაში უძლიერესი ნახევარმცველი იყო. მეორე პრობლემა კვარაცხელიაა, რომელსაც ჰქონდა რეაქცია, რომელიც სპალეტისთან არასდროს ექნებოდა.
ყველაზე სკანდალური კი დე ლაურენტისის პასუხი იყო, როდესაც კვარასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს სისულელე უწოდა. კვარაცხელიას ადგილას მე გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს მადრიდში გავაკეთე. მან ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ კარგი ბიჭია. ",- თქვა კასანომ.
"ნაპოლი" სერია A-ს შემდეგ ტურში 24 სექტემბერს, სტუმრად "ბოლონიას" დაუპირისპირდება.