კვარაცხელია საუკეთესოთა შორისაა - ვინ შექმნა ყველაზე მეტი მომენტი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ბრაგას" დაუპირისპირდა და 1:2 გაიმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მეორე ტაიმში მოედნიდან მოულოდნელად გაიყვანეს.
მიუხედავად ამისა, კვარაცხელია ყველაზე მეტი მომენტის შემქმნელ ფეხბურთელებს შორის მაინც მოხვდა.
ამ კომპონენტში პირველ ადგილს ხულიან ალვარესი და კრუნიჩი იკავებენ, რომელთაც 7-7 მომენტი შექმნეს.
ხულიან ალვარესი ("მანჩესტერ სიტი") - 7 მომენტი
რადე კრუნიჩი ("მილანი") - 7 მომენტი
ოსმან დემბელე ("პსჟ") - 6 მომენტი
მათეუს ნუნეში ("მანჩესტერ სიტი") - 6 მომენტი
ლუკას ვასკესი ("რეალი") - 6 მომენტი
ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") - 5 მომენტი