ნაპოლიში პრობლემები არ ილევა: გუნდს ამჯერად მცველი გამოაკლდა
იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის ტრიუმფით ჩატარების შემდეგ, წლევანდელი სეზონი გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო.
უკვე მიდის საუბრები იმაზე, რომ ახალი მწვრთნელი რუდი გარსია გუნდს ვერ ერგება და ეს დიდხანს არ გასსტანს.
მომდევნო მატჩისთვის კი "ნაპოლის" კვლავ პრობლემა აქვს - გუნდს ცენტრალური მცველი რაჰმანი მუხლის ტრავმის გამო გამოაკლდა.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩს ნეაპოლელები "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავენ. წინასწარი ინფორმაციით, რაჰმანი მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებს.