ავტორიზაცია

"პოსტერები წინა კვირას ჩამოვხსენი", - ტოტენჰემის მწვრთნელმა აღიარა, რომ ლივერპულის გულშემატკივარი იყო

"პოსტერები წინა კვირას ჩამოვხსენი", - ტოტენჰემის მწვრთნელმა აღიარა, რომ ლივერპულის გულშემატკივარი იყო
თარიღი 23 სექ 2023, 21:26
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ აღიარა, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივარი იყო.

30 სექტემბერს, ეპლ-ს მე-7 ტურში, მისი გუნდი „ლივერპულს“ საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.

„მე „ლივერპულის“ გულშემატკივარი ვიყავი, ბილ შენკლი ძალიან მომწონდა, მოხიბლული ვიყავი მათი გასახდელის ატმოსფეროთი.

ჯერ კიდევ ქომაგობთ ამ გუნდს?

პოსტერები წინა კვირას ჩამოვხსენი!

70-იანი წლების „ლივერპული“, როცა ისინი ბურთს დიდხანს ფლობდნენ და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობდნენ, სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა და ეს მიზიდავდა. რა თქმა უნდა, ამან ჩემზე გავლენა იქონია.“, - აღნიშნა პოსტეკოგლუმ.