მორიგი ტოპ მატჩი: როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ მატჩში?

ლა ლიგაში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა "ვალენსიასა" და "ალმერიას" შორის, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიელთა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მორიგი ტოპ მატჩი ჩაატარა.
მამარდაშვილმა ურთულესი ბურთები მოიგერია და 8.2 შეფასება დაიმსახურა, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგია.
