ავტორიზაცია

მესის განცხადებას პსჟ გამოეხმაურა

მესის განცხადებას პსჟ გამოეხმაურა
თარიღი 24 Sep 2023, 12:31
"პსჟ"-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფიმ ლიონელ მესის ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც არგენტინელმა განაცხადა, რომ პარიზულმა გუნდმა მას 2022 წლის მუნდიალის მოგება არ მიულოცა.

„ყველამ ნახა ვარჯიშის ვიდეო, სადაც ჩვენ ლიონელს ჩემპიონობა მივულოცეთ. პსჟ ფრანგული კლუბია, ამიტომ სტადიონზე ზეიმი არ ყოფილა. 

პატივი უნდა ვცეთ ქვეყანას და სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ “, - განაცხადა ალ ხელაიფიმ.

მესიმ პარიზის გრანდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 36 წლის ფორვარდი MLS-ში გადავიდა და კონტრაქტი "ინტერ მაიამისთან" გააფორმა.