როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი “ბოლონიასა” და “ნაპოლის” შორის ფრედ 0:0 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 76 წუთი ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და საბოლოოდ 7.1 შეფასება მიიღო.
