ავტორიზაცია

ანჩელოტის კრიტიკული კომენტარი: "ამ კომპონენტში მოვიკოჭლეთ"

ანჩელოტის კრიტიკული კომენტარი: "ამ კომპონენტში მოვიკოჭლეთ"
თარიღი 25 სექ 2023, 02:25
ლა ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"თამაში ცუდად დავიწყეთ და ამან ძალიან იმოქმედა. დაცვაში მოვიკოჭლეთ, ასე თამაში არ შეიძლება, არეულები ვიყავით.

1:3-დან თამაშში დაბრუნება ურთულესი გახდა. მთავარი მიზანი, რის გამოც წავაგეთ იყო ის, რომ თავს კარგად არ ვიცავდით.

კომპაქტურობა გვაკლდა, ამით მეტოქემ ისარგებლა და ჩვენზე უკეთ ითამაშა", - განაცხადა ანჩელოტიმ.