თორნიკე შენგელია იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მორიგ წარმატებას მიაღწია და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

სუპერთასზე ერთმანეთს "ვირტუს ბოლონია" და "ბრეშა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "ბოლონიამ" მარტივად, 97:60 მოიგო.
შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი დაჰყო და ამ დროში 15 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
