ავტორიზაცია

პსჟ-ს მოთამაშეები მარსელთან მატჩის შემდეგ ქმედებისთვის, შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯონ

პსჟ-ს მოთამაშეები მარსელთან მატჩის  შემდეგ ქმედებისთვის, შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯონ
თარიღი 25 სექ 2023, 18:06
კვირას, საფრანგეთის ჩემპიონატის "პსჟ"-სა და "მარსელის" მატჩში ბრძოლა არ შედგა. ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

თამაშის შემდეგ "პსჟ"-ს ფეხბურთელები ტრიბუნას მიუახლოვდნენ, რათა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად ეზეიმათ. 

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, სულ მცირე ოთხი პარიზელი ფეხბურთელი ჩანს, რომლებიც "მარსელის" მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილს სკანდირებენ. 

La Parisien-ის ცნობით, სიაში მოხვდნენ რენდალ კოლო-მუანი, აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ლევენ კურზავა.

ლიგა 1-ის დისციპლინური კომიტეტი სიტუაციას ოთხშაბათს განიხილავს.