𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: რეალმა მომდევნო სეზონისთვის ახალი მწვრთნელი უკვე აირჩია
მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს.
იტალიელ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით, ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდება.
„რეალში“ კი, ახალი სეზონიდან, მწვრთნელად ჩაბი ალონსოს ვიხილავთ - ყოველ შემთხვევაში, ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Radio Marca იტყობინება.
ესპანელი ექს-ნახევარმცველი ამჟამად საკმაოდ წარმატებულად „ლევერკუზენში“ მუშაობს და ამ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდეც აკავშირებს, თუმცა მისით „რეალის“ გარდა „ბაიერნიც“ ინტერესდება და ნაკლები შანსია, ახალი სეზონიც „ფარმაცევტებში“ დაიწყოს.

41 წლის სპეციალისტმა „ბაიერი" შარშანდელი სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა, როცა გუნდი ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ათეულში ყოყმანობდა, საბოლოოდ იმდენი შეძლო, რომ გუნდი ევროთასებზე გაიყვანა და ევროპა ლიგის ნახევარფინალიც ათამაშა.
წელს, „ლევერკუზენი" „ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგას ლიდერობს.