გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ლა ლიგის მე-6 ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "ვალენსიასა" და "ალმერიას" შორის, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ვალენსიელთა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ბრწყინვალედ იდგა.
მამარდაშვილმა აღნიშნულ მატჩში 8 სეივი გააკეთა და ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
