ავტორიზაცია

"ლიდსის გავარდნას შეუწყო ხელი და აქ რა უნდა?", - პაოლო დი კანიომ იუვენტუსის ნახევარმცველი გააკრიტიკა

"ლიდსის გავარდნას შეუწყო ხელი და აქ რა უნდა?", - პაოლო დი კანიომ იუვენტუსის ნახევარმცველი გააკრიტიკა
თარიღი 26 Sep 2023, 10:35
პაოლო დი კანიოს აზრით, უესტონ მაკენი „იუვენტუსის" დონეს არ შეესაბამება.

სერია ა-ს მე-5 ტურის მატჩში „იუვენტუსი" „სასუოლოს" დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა. ამერიკელმა მაკენიმ მატჩი სასტარტოში დაიწყო და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა.

„მაკენი იჯარით „ლიდსში" გაუშვეს და მან ამ გუნდის გავარდნას შეუწყო ხელი - როოგრ შეიძლება ის იყოს იმ გუნდის სასტარტოს უცვლელი წევრი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის? ფეხბურთელის დამცირება და თქმა, რომ მას არაფერი შეუძლია - არ მსურს, მაგრამ ფასეულობებიც ხო არსებობს.

ამ მატჩში ერთად თამაშობდნენ გატი, მირეტი და მაკენი. რამდენი დიდი გუნდის სასტარტოში მოხვდებოდა ეს სამეული? ეს არ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან." - აღნიშნა „იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელმა Sky Sport Italia-სთან საუბარში.