ტებასი: "ლა ლიგაა ორი გუნდის ჩემპიონატი? სიტიმ პრემიერ ლიგა ბოლო 6 სეზონში 5-ჯერ მოიგო, ჩვენ კი 3 ჩემპიონი გვყავდა"

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, პრემიერ ლიგის და ლა ლიგის კონკურენციის დონე შეაფასა.
ტებასმა უპასუხა მოსაზრებას, რომ ლა ლიგა „ორი გუნდის ტურნირია".
„ლა ლიგა - ორი გუნდის ტურნირია? „მანჩესტერ სიტიმ" ეპლ ბოლო 6 სეზონიდან 5-ში მოიგო და ყველა მათგანში 100 ქულა დააგროვა.
გასულ სეზონში, „რეალმა", მგონი, 80 ქულაც ვერ აიღო (78 აიღო - ავტ).
ბოლო წლებში ლა ლიგის მოგება „რეალმა", „ბარსელონამ" და „ატლეტიკომ" მოახერხეს.", - აღნიშნა პრეზიდენტმა Movistar+თან ინტერვიუში.