ავტორიზაცია

კასანო: "მე გეტყვით მიზეზს, რატომ თამაშობს კვარაცხელია ცუდად"

კასანო: "მე გეტყვით მიზეზს, რატომ თამაშობს კვარაცხელია ცუდად"
თარიღი 26 სექ 2023, 17:09
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიას ცუდ სერიას ეხმაურება და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.

მოგეხსენებათ, კასანო კვარაცხელიას დიდი გულშემატივარია და თითქმის ყველა ინტერვიუში აქებს და ადიდებს.

"მე გეტყვით, რატომ თამაშობს კვარაცხელია ცუდად. ის ნაპოლიში ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. დე ლარენტისმა კი ჭკვიანურად იმოქმედა და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

კვარა გასულ წელს საუკეთესო იყო, ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა,  გუნდი კი მას ხელფასს არ უზრდის.

შესაბამისად, ნორმალურია, რომ ფეხბურთელი ამ დროს ვერ თამაშობს. გამოსავალი მარტივია - მიეცით, რასაც იმსახურებს და გააკეთებს ყველაფერს", - განაცხადა კასანომ.