VIDEO: ოსიმენმა ნაპოლის შესაძლოა დამცინავი ვიდეოების გამო უჩივლოს - ფეხბურთელს კლუბის ოფიციალურმა გვერდმა პენალტის გამო დასცინა
„ნაპოლის“ ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის აგენტის, რობერტო კალენდას თქმით, ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბს უჩივლოს.
ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს ფეხბურთელის დამცინავი ვიდეოები, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე „ნაპოლის“ ოფიციალურ ტიკ-ტოკ გვერდზე გამოქვეყნდა და შემდეგ წაიშალა. ერთ-ერთი ვიდეო ბოლო მატჩში პენალტს ეხება, რომელიც ნიგერიელმა ვერ გამოიყენა.
„ის, რაც დღეს „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე მოხდა ტიკ-ტოკის პლატფორმაზე, არის სრულიად მიუღებელი. ვიქტორის დამცინავი ვიდეო საჯაროდ გამოქვეყნდა და შემდეგ, დიდი დაგვიანებით, წაიშალა.
ადგილი აქვს ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ზიანს, რომელიც ემატემა იმ რთულ პერიოდს, რომელსაც ეს ბიჭი ბოლო დროს მედიისგან და ფეიკ-ნიუსებისგან გადის.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, სასამართლოს გზით დავიცვათ ვიქტორი.“, - ციტირებს ოსიმენის აგენტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.