ავტორიზაცია

მადრიდის რეალი დე ძერბის ანჩელოტის შემცვლელად განიხილავს

მადრიდის რეალი დე ძერბის ანჩელოტის შემცვლელად განიხილავს
თარიღი 27 სექ 2023, 13:23
"ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი კარლო ანჩელოტის შემცვლელად განიხილება. 

Cadena SER-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს იტალიელის კანდიდატურას.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ამჟამინდელ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. 

გასულ სეზონი "ბრაიტონმა" დე ძერბისთან ერთად ევროპა ლიგის ზონაში დაასრულა. 

ამ დროისთვის იტალიელის გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგაში 6 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე ადგილზეა.