"გოლის გატანა მონატრებული მქონდა, ბედნიერი ვარ!" - კვარაცხელია მატჩის შემდეგ
იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" შინ "უდინეზეს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საუკეთესო ფეხბურთელმა - ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა, რომელმაც 9.3 შეფასება მიიღო.
კვარაცხელიამ აღნიშნულ მატჩში გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და პენალტი მოიპოვა.
"ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე, რადგან ეს მონატრებული მქონდა. როცა რამდენიმე თვე გოლს ვერ იტან, ნერვიულობა იწყება და მოხარული ვარ, რომ ნავსი გატყდა. ჩემი გოლით გამარჯვებაში გუნდსაც დავეხმარე.
გამარჯვება დავიმსახურეთ. კარგი თამაში ვაჩვენეთ და ეს უნდა იყოს მოტივაცია, რომ შემდეგი მატჩები უფრო მაღალ დონეზე ჩავატაროთ", - განაცხადა კვარაცხელიამ.