როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რეალ სოსიედადთან მატჩში?

"ვალენსიამ" ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა - სტუმრებმა პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ "ღამურების" მაროკოელი ნახევარმცველი ამალა პირველი ნახევრის ბოლოს გააძევეს.
სრული მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელსაც ბევრი საქმე არ ჰქონია და Sofscore-სგან 6.2 შეფასება მიიღო.

რუბენ ბარახას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.