ავტორიზაცია

რონალდუ იუვენტუსისგან დავალიანების გასტუმრებას ელოდება - შემდეგი მოსმენა ოქტომბერში გაიმართება

რონალდუ იუვენტუსისგან დავალიანების გასტუმრებას ელოდება - შემდეგი მოსმენა ოქტომბერში გაიმართება
თარიღი 28 სექ 2023, 16:12
კრიშტიანუ რონალდუსა და "იუვენტუსს" შორის სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება. 

პორტუგალიელ ვარსკვლავს კლუბისგან 19,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რა თანხაზეც მან უარი პანდემიის დროს თქვა. 

რონალდუ ელოდა, რომ 
კლუბი დავალიანებას დაფარავდა, თუმცა ეს ყველაფერი ამ დრომდე არ მომხდარა.

Sport Mediaset-ის ცნობით, საქმეზე მომდევნო სხდომა - 4 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" 2018-2021 წლებში თამაშობდა.