მოურინიო: "სეზონის ცუდი სტარტი? არც ის დაგავიწყდეთ, რომ რომა ევროტურნირების ფინალში ზედიზედ ორჯერ არასდროს გასულა"
ჟოზე მოურინიოს „რომამ" ეს სეზონი კატასტროფულად დაიწყო.
გუშინ დედაქალაქური გუნდი „ჯენოასთან" სტუმრად 1:4 დამარცხდა და 6 მატჩის შემდეგ 3 მარცხი, 2 ფრე და 1 მოგება აქვს.
პორტუგალიელი არ უარყოფს, რომ მისმა გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ გულშემატკივრებს იმასაც ახსენებს, რომ წინა ორ სეზონში „რომა" ევროთასების ფინალში ორჯერ გაიყვანა.
„მართალია, ეს „რომასთვისაც" და პირადად ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სეზონის ყველა დროის ყველაზე ცუდი დასაწყისია...
...თუმცა, ასევე მართალი ისიც არის, რომ აქამდე, „რომას" ევროტურნირების ზედიზედ ორი ფინალი არასდროს არ უთამაშია თავის ისტორიაში." - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.