"შეხედეთ, ჰოლანდიც რა გოლებს იტანს და რა მომენტებს ანიავებს", - შირერმა დაასახელა გუნდი, რომელში თამაშსაც კარიერის პიკზე ისურვებდა
ალან შირერმა ამჟამინდელი „მანჩესტერ სიტი" დაასახელა გუნდად, რომელში თამაშსაც ძალიან ისურვებდა.
ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ჰკითხეს, წარსულის ან აწმყოს კონკრეტულად რომელ გუნდში ისურვებდა თამაშს კარიერის პიკზე ყოფნის დროს.
„მანჩესტერ სიტი - იმიტომ რომ იქ არის გოლები, გოლები და კიდევ ერთხელ გოლები. მომოსმინეთ, იქ გოლები უბრალოდ გარანტირებულია.
შეხედეთ ერლინგ ჰოლანდს. ეჭვგარეშეა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ შეხედეთ, რა მომენტებს უქმნიან, რა გოლებს იტანს და რა მომენტებს ანიავებს - თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური მოვლენაა.
ასე რომ, უბრალოდ იძულებული ვარ „მანჩესტერ სიტი" ავირჩიო - იქ წარმატება და გოლები შენ უბრალოდ გარანტირებული გაქვს.", - აღნიშნა ეპლ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა.