ავტორიზაცია

ბენ უაითი ლონდონის არსენალთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

ბენ უაითი ლონდონის არსენალთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
თარიღი 29 სექ 2023, 13:42
მცველი ბენ უაითი ლონდონის "არსენალთან" თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, ამის შესახებ The Mirror-ის ჟურნალისტები იუწყებიან.

წყაროს ცნობით, დედაქალაქის კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა 25 წლის მოთამაშეს ახალი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს. 

მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

უაითი "მეთოფეებში" 2021 წლის ივლისიდან თამაშობს. მცველის სატრანსფერო ღირებულება კი 55 მილიონ ევროს შეადგენს.

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გამოცემაში უაითმა ექვსი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.