ავტორიზაცია

ბარსელონამ 16 წლის განმავლობაში პირველად მოიგო მინიმალური ანგარიშით მეტოქის ავტოგოლის წყალობით

ბარსელონამ 16 წლის განმავლობაში პირველად მოიგო მინიმალური ანგარიშით მეტოქის ავტოგოლის წყალობით
თარიღი 30 Sep 2023, 12:16
"ბარსელონამ" "სევილიასთან" მატჩში სამი ქულა მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა, 37 წლის სერხიო რამოსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

Opta-ს ცნობით, "ბარსელონამ" ლა ლიგის მატჩი 21-ე საუკუნეში მხოლოდ მეორედ მოიგო მოწინააღმდეგე გუნდის ავტოგოლის წყალობით. 

წინა ასეთი შემთხვევა თარიღდება 2007 წლის აპრილით, როდესაც "მალიორკას" ფეხბურთელმა ფერნანდო ნავარომ საკუთარ კარში გატანილი გოლით მოუპოვა "ბლაუგრანას" გამარჯვება.