ავტორიზაცია

სიტი სეზონში პირველად დამარცხდა, იუნაიტედი ისევ ვერ იგებს, არსენალში კი ჰავერცმაც კი გაიტანა

სიტი სეზონში პირველად დამარცხდა, იუნაიტედი ისევ ვერ იგებს, არსენალში კი ჰავერცმაც კი გაიტანა
თარიღი 30 Sep 2023, 20:25
პრემიერ ლიგის მე-7 ტურის დღევანდელი სათამაშო დღე ძალიან საინტერესო და სენსაციებით დახუნძნული გამოდგა.

„მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრობლემები ისევ გრძელდება, „არსენალი“ კი სტუმრად „ბორნმუთს“ არ იმჩნევს.

„ბორნმუთი“ 0-4 „არსენალი“

გოლები:
0-1 საკა (17’), 0-2 ოდეგორი (პენალტი - 44’), 0-3 ჰავერცი (პენალტი - 53’), 0-4 უაითი (90+3’)

„ევერტონი“ 1-2 „ლუტონი“

გოლები:
0-1 ლოკიერი (24’), 0-2 მორისი (31’), 1-2 კალვერტ-ლიუინი (41’)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 0-1 „კრისტალ პალასი“

გოლი:
ანდერსენი 25’

„ვულვზი“ 2-1 „მან სიტი“

გოლები:
1-0 რუბენ დიაში (ავტოგოლი, 13’), 1-1 ალვარესი (58’), 2-1 ჰვან ჰი ჩანი (66’).