ავტორიზაცია

VIDEO: უმძიმესი შეჯახება აიაქსის მატჩში და უგონოდ მინდორზე დაცემული მეკარე - თამაში ვეღარ გაგრძელდა

თარიღი 01 ოქტ 2023, 01:14
ერედივიზიის მატჩის, „ვაალვიკი" - „აიაქსის" გაგრძელება ვეღარ მოხერხდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ამსტერდამული გუნდის ფორვარდი ბრაიან ბრობი მასპინძელთა მეკარეს ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შედეგადაც გოლკიპერმა გონება დაკარგა და მინდორზე უგონოდ დაეცა.

ექიმები ფეხბურთელის გონზე მოყვანას რამდენიმე წუთი უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ფარდა შემოაფარეს და მოედანი ჟურნალისტების თვალის ასარიდებლად, საკაცით დაატოვებინეს.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ. ფაქტი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ ამ მძიმე შემთხვევის გამო ფეხბურთელებმა თამაში ვერ გააგრძელეს.