ავტორიზაცია

არსენალი პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება

არსენალი პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 01 ოქტ 2023, 10:14
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა პედრო ნეტომ, რომლიც "ვულვერჰემპტონის" საკუთრებაა, შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელოს. 

ამის შესახებ ტაბლოიდი The Mirror-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, 23 წლის პორტუგალიელი ფორვარდის მომსახურებით ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული. 

"მეთოფეების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში პედრომ "ვულვზში" შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.